საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა

საქართველოს მთავრობამ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა 2020-2022 (სირგპ). ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოთა როლს რეგიონული განვითარების ინტეგრირებული პროგრამის განხორციელებაში. სრიგპ ფოკუსირებულია შემდეგ ოთხ პილოტურ რეგიონზე: კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სრიგპ-ს აქვს შემდეგი მიზნები: ა) საქართველოს რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ბ) საპილოტე რეგიონების მოსახლეობის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, გ) ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, დ) კარგი მმართველობის მხარდაჭერა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ე) ენერგოეფექტურობის, გარემოსდაცვის და კლიმატის ცვლილების შერბილების მხარდაჭერა, ვ) მობილობის და სახალსო კონტაქტების ხელშეწყობა.  

სრიგპ ითვალისწინებს შემდეგი კონკრეტული მიზნების მიღწევას საპილოტე რეგიონებში: ა) საპილოტე რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ბ) ბალანსირებული სოციალ-ეკონომიკური განვითარება და ცხოვრების დონის ამაღლება, გ) ტერიტორიული უთანასწორობის აღმოფხვრაში წვლილის შეტანა. ამ მიზნებიდან გამომდინარე სრიგპ-ს  აქვს შემდეგი 5 პრიორიტეტი: 1.ურბანული განახლება - ინტეგრირებული საქმიანობა ურბანული დასახლებების განვითრებისთვის, 2 ტურიზმის ხელშეწყობა -.ადგილობრივი უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარება, 3. ბიზნესის განვითარება - საპილოტე რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციების ხელშეწყობა, 4 ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარება - ბალანსირებული განვითრების მიღწევა ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე, 5. ტექნიკური დახმარება -ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული ხელისუფლების შესაძლებლობათა ამაღლება. სრიგპ მოცავს 11 ღონისძიებას და 11 ქვე-ღონისძიებას. სრიგპ-ს ბიუჯეტი შეადგენს 67.23 მილიონ ევროს, სადანაც 10 მილიონი ევრო არის საქართველოს მთავრობის თანადაფინანსება, 1.28 მილიონი ევრო არის თანადაფინანსება მოსარეგებლე მუნიციპალიტეტბიდან, ხოლო, 2.2 მილიონი ევროს თანდაფინანსების მოზიდვა დაგეგმილია ადგილობრივი ბიზნესიდან. პრიორიტეტები 1; 2 და 4 ხორციელდება მუნიციპალიტეტების მიერ, მე-3-ე პრიორიტეტი ხორციელდება სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოების (სოფლის განვითრების, აწარმოე საქართველოში და ინვაცოების და ტექნოლოგოების სააგენტო) მიერ. პრიორიტეტი 5 კი განხორციელდება განვითარების პარტნიორების მიერ დელეგირებული თანამშრომლობის მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (#628, 20.12.2019) შეიქმნა ინტეგრირებული რეგიონული განვითარების სახელმწიფო კომისია რომელიც დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებისგან შედგება. ამ კომისიის მანდატია სრიგპ-ს განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი. საქართველოს მთავრობამ სრიგპ-ს განხორცილებელის აქტიური ფაზა დაიწყო 2020 ივლისში, როცა მუნიციპალიტეტბისთვის გამოცხადდა პირველი კონკურსი სრიგპ-ს ქვეღონისძიებაზე 4.2. "ბიზნესის ხელშემწყობი გარემის შექმნისთვის ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითრება". მეორე კონკურის გამოცხადდა 2021 წლის ივნისში სრიგპ-ს შემდეგი ქვე-ღონისძიებებისთვის: 1.1ა -რეგიონული ცენტრების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ურბანული ტერიტორიების ინტეგრაცია, 1.1ბ. რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო მიზიდულობის გაზრდა, 1.2ა - საქალაქო დასახლებებში ყოფილი ინდუსტრიული არეალების რევიტალიზაცია. 2.1.ა - კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარება,  2.1ბ. -  კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, 4.2 - ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის განვითარება, 4.3 - სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია.

ორი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტბის მიერ წარდგენილი 143 საპროექტო განაცხადიდან დაფინანსება მიიღო 55-მა პროექტმა. საპროექტო განაცხადების მიღება გრძელდება და შესაბამისად, 2022 წელს დაფინანსებული პროექტების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.


გთხოვთ იხილოთ აღნიშნული პროექტის ფარგლებში განხორციელებული სიახლეები: