ევრიკომისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

ევრიკომისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

 2021-10-25
  • A+
  • A-
  • Print

9 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკომისიის მისიასთან, რომლის მიზანია ევროპის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის (Economic and Investment Plan) და მის ფარგლებში საქართველოსთვის გათვალისწინებული 5 საფლაგმანო პროექტის განხორციელების პერსპექტივების განხილვა ქართულ მხარესთან. ქართული მხრიდან შეხვედრას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, მასში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი დავით ჯაიანი.

სხვა სიახლეები