აი როგორი იქნება ქალაქის ცენტრალურ პარკი რეაბილიტაციის შემდეგ, კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ფილები, თანამედროვე ქვაფენილით შეიცვლება, მოეწყობა ახალი ბორდიურები; სრულიად განახლდება განათების სისტემა. დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის ლამპიონები; ძველი სკამების ნაცვლად განთავსდება დეკორატიული სკამები. განახლდება, სანაგვე ურნები. სრულად დაიტვირთება პარკში არსებული აუთვისებელი ტერიტორიები. მოეწყობა კომბინირებული მინის სტადიონი და სკეიტბორდის მოედანი.
Copyright 2022 Regpol. All rights reserved.