ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი ბავშთა ბაღი გაიხსნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალი ბავშთა ბაღი გაიხსნა

 2021-10-24
  • A+
  • A-
  • Print

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, 4 ახლად აშენებული საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი აცხადებს, სოფელ კართუბნის, თელისა და ბაისუბნის სააღმზრდელო დაწესებულება, 50-50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღების შენობის მშენებლობასთან ერთად, მოპირკეთდა ეზო და მოეწყო გასართობი საბავშვო მოედნები. სამივე ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და თითოეულის ღირებულებამ 763 000 ლარი შეადგინა. ხოლო სოფელ კაბალიში, საბავშვო ბაღი კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-მ ააშენა და მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ გადასცა. მინდა აღვნიშნო, რომ სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა ამით არ დასრულებულა, უკვე დაგეგმილია, სოფელ ჭაბუკიანში - 100 ბავშვზე, ხოლო სოფელ ჭიაურში - 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო დაწესებულების მშენებლობა.

სხვა სიახლეები