გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო. სააგენტო ოფიციალურად გახსნეს - კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და პარლამენტის წევრმა, დავით სონღულაშვილმა. შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
Copyright 2022 Regpol. All rights reserved.