საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით კონფერენცია „2015-2017 წლის საქართველოს რეგიონული განვითარების პროგრამა-სამომავლო პერსპექტივები" გაიმართა.
კონფერენციაში საქართველოს ვიცეპრემიერი კახი კალაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ვროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
პროგრამის მიზანს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
Ⴉონფერენციაზე საქართველოს რეგიონების ფინანსური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდის საკითხებზე, არსებული ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების, ასევე კონკურენტუნარიანობის ამაღლების შესახებ იმსჯელეს.
Copyright 2022 Regpol. All rights reserved.