17.03.2014
დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში" მმართველი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა პროექტის მეოთხე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები.
შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის წამყვანი ექსპერტები, ევროკავშირის დელეგაციის და სამინისტროების წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს 2015-2017 წლების რეგიონული განვითარების პროგრამის შემუშავება.
Copyright 2022 Regpol. All rights reserved.