პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

Asset 130

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი გფა კონსალტინგ გრუპის ხელმძღვანელობით 

logo GFA        logo GIZ 

                          logo ALTUS

ღონისძიებები

სემინარი რეგიონული უთანასწორობის შესახებ საქართველოში

2013 წლის 13 ივნისს ევროკავშირის "რეგიონული პოლიტიკის განხორციელის მხარდაჭერა საქართველოში" პროექტის ფარგლებში გაიმართა სემინარი თემაზე: „რეგიონული უთანასწორობა საქართველში". ეს კვლევა პროექტის დაკვეთით განხორციელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მიერ, რომლის მიზანი პროგრამის მიმდინარე მუშაობის გაცნობა და ამ სფეროში კვლევითი ინტერესის გაძლიერება იყო.

სემინარს ხელისუფლების, აკადემიური წრეების, არასმთავრობო სექტორის, დონორი ორგანიზაციის, ISET –ის და პროექტის გუნდის 45 წარმომადგენელი დაესწრო. სემინარი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბ-ნ თენგიზ შერგელაშვილმა და ევროკავშირის ოპერაციების ხელმძღვანელმა საქართველოში ბატონმა რამონ რეიგადა გრანდამ გახსნეს.

კვლევის დეტალური პრეზენტაციის შემდეგ, რომელსაც ISET-ის კვლევითი გუნდის ლიდერი ბ-ნ მაიკლ ფუნფციგი უძღვებოდა, კვლევაში წამოჭრილი საკითხების ირგვლივ ერთსაათიანი დისკუსია გაიმართა, კერძოდ რეგიონული მონაცემების ხელმისაწვდომლობასა და სანდოობაზე და მსგავს პოლიტიკის საკითხებზე.

IMG 1676 optIMG 1658 optIMG 1674 optIMG 1685 optIMG 1666 optIMG 1632 opt

Last modified on ოთხშაბათი, 17 ივლისი 2013 13:47