ჩვენს შესახებბენეფიციარები

 

 

 

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

Asset 130

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი გფა კონსალტინგ გრუპის ხელმძღვანელობით 

logo GFA        logo GIZ 

                          logo ALTUS

ღონისძიებები

ბენეფიციარები

                                                     

                                                            რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია

რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია 2010 წლის 28 სექტემბერს საქართველოს მთავრობის #297 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა. ამჯამად კომისიია ცხრამეტი წევრისგან შედგება და მის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, უმეტესწილად მინისტრის მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები შედიან. კონკრეტულ შემთხვევბში კომისიის თავჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტები კონსულტაციების მიღების მიზნით. კომისიას შემდეგი ფუნქცია აკისრია:
ა) საქართველოს 2010- 2017 წლების რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების ზედამხედველობა და რეკომენდაციების მომზადება სტრატეგიაში შესწორებების შესატანად
ბ)რეგიონული განვითარების სტრატეგიის განხორციელების გეგმის შემუშავებისა და მისი განხორციელების კოორდინაცია
გ) საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის სისტემის რეფორმირებისათვის
დ)რეგიონული განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელბის პროცესში სხვადასხვა სამინისტროებსა და სამთავრობო სააგენტოებს შორის მუშაობის კოორდინაცია
ე)რეგიონებიდან და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული საპროექტო წინადადებების განხილვა და მიღება, რომელიც საქრთველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდება
რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია რეგულარულად იკრიბება. გადაწყვეტილება ხმის უმრავლესობით მიიღება. გადწყვეტილებაზე ხელს აწერს კომისიის თავჯდომარე. ამჟამად კომისიას თავჯდომარეობს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი.

                              საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2009 წელს საქართველოს პარლამეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა. სამინისტროს მანდატი მოიცავს შემდეგს:
ა) რეგიონული განვითარების და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის განხორციელება
ბ)ინფრასტრუქტურის განვითარება და რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში, მათ შორის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა
გ) სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება გზის მშენებლობისა და მოვლის, სასმელი წყლისა და მყარი ნარჩენების მართვის სფეროებში
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სახელმწიფო ფულადი რესურსების ერთერთი უდიდესი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში და მისი წლიური ბიუჯეტი 2013 წლისთვის 900 მილიონ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამტებით გააჩნია 200 მილიონიანი ბიუჯეტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის და 50 მილიონიანი წლიური ბიუჯეტი სოფლის დახმარების პროგრამისთვის.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 11 დეპარტამენტისა და შემდეგი დაქვემდებარებული სააგენტოებისგან შედგება: "ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი", მუნიცუპალური განვითარების ფონდი, საქართველოს გზების დეპარტამენტი, მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და ევრაზიის სატრანსპორტო კორიდორის საინვესტიციო ცენტრი. სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია სამხედრო გაწვევასა და საქართველოს რეგიონებში კატასტროფების რისკის შემცირებაზე.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ასევე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს დამტკიცებულ რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიაზე. სამინისტროში ორი დეპარტამენტი: თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის და რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტები მუშაობს რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების კუთხით.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიისთვის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. კომისიას კი კოორდინირებას უწევს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.mrdi.gov.ge